აპლიკაციის შექმნის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჯობესების პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობის ეფექტური მექანიზმის შექმნა და ანგარიშვალდებულების ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტის დანერგვა.
აპლიკაცია მოიცავს სამ მთავარ სექციას:
(ა) ინსტიტუციურ მონაცემთა ბაზა: საქართველოში მოქმედი თითოეული საჯარო სკოლის შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია. მონაცემების არასრული ჩამონათვალი მოიცავს: (ა) მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობას, მათ მახასიათებლებს; (ბ) სკოლის ბიუჯეტს; გ) სკოლის დირექტორის შესახებ ინფორმაციას; დ) მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობას; (ე) ხარჯებს ერთ მოსწავლეზე; ვ) მასწავლებლთა კვალიფიკაციასა და ასაკს; (ზ) სკოლის ინფრასტრუქტურასა და ხელმისაწვდომ რესურსებს; ეს განყოფილება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, სკოლებს, მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, სამინისტროს სააგენტოებს, გააერთიანონ მონაცემები და გაიგონ მეტი ადგილობრივი კონტექსტის შესახებ ინსტიტუციურ, რაიონულ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე.
(ბ) რეპორტის გაგზავნა - ეს სპეციალური განყოფილება საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას, გამოთქვან პრეტენზია ან დაწერონ რეპორტი სკოლებში არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე. განყოფილება საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, დაახარისხონ თავიანთი ანგარიშები შემდეგი პრობლემების მიხედვით: (ა) ინფრასტრუქტურული; (ბ) ეკოლოგიური; (გ) Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული; (დ) სწავლების დროს საგანმანათლებლო მასალებისა და რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული და ა.შ.
გ) რეპორტები და რეაგირება - სკოლების შესახებ რეპორტები და კონკრეტულ პრეტენზიაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების პასუხები. ვებგვერდის საშუალებით ინფორმაცია გროვდება თითოეული სკოლის, რაიონის, რეგიონის დონეზე, რაც შესაძლებელს გახდის შედეგების შედარებას რეგიონის/მუნიციპალიტეტის მიხედვით.
(დ) ანგარიშები და მონაცემთა ანალიზი - სხვადასხვა სტატისტიკური და ხარისხობრივი მონაცემი.
This version of MySchool Android App comes with one universal variant which will work on all the Android devices.
If you are looking to download other versions of MySchool Android App, We have 1 version in our database. Please select one of them below to download.